თეგი: მზის ელექტროსადგური

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება.  სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, NATO აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. „NATO აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის ძირითადი მიზეზია ორი გარემოება. ერთი არის სუფთა მწვანე ენერგია. სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ამგვარი ენერგიის წყაროების ინსტალაცია. ძალიან მარტივია მისი დაყენება როგორც ოჯახში, ასევე კომერციულ ობიექტზე. ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო განვავითარეთ NATO აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმები. ცვლილებების მიხედვით, 100-დან 500 კილოვატამდე გაიზარდა ერთ აბონენტზე დადგმული სიმძლავრის მოცულობა. გარდა ამისა, შესაძლებელია, სადგური დაამონტაჟოთ სხვაგან და ენერგია სხვა ადგილას გამოიყენოთ. ქსელში გატარებაზეც არსებობს ქსელური ტიპის შეღავათები. ამდენად, ბოლო პერიოდში სისტემაში ბევრი სუბიექტი ჩაერთო. თუ 2016-2020 წლებში დადგმული სიმძლავრის მოცულობა 3,5 მეგავატს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 27 მეგავატს აჭარბებს. დადგმული სიმძლავრის 1/3 თბილისზე მოდის, დანარჩენი 2/3 რეგიონებზე“, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.  

ყირგიზეთი და ყაზახეთი $35 მილიონის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებენ

ყირგიზეთმა და ყაზახეთმა შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელიც ისიკ-კულში 35 მილიონი დოლარის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებს. 50 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, ეროვნული ენერგეტიკული ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „თაზაენერჯისა“ და ყაზახეთის საინვესტიციო კომპანია „TGS-Energy“-ს შორის გაფორმდა. სოფელ თორუ-აიგირში პროექტისთვის 80 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი. მხარეები გეგმავენ, რომ სადგურის მშენებლობა 2023 წლის დეკემბრისთვის დასრულდება. მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელზე მეტი იქნება და ქსელს წელიწადში მინიმუმ 90 მილიონი კვტ/სთ მიაწვდის, - აცხადებენ ეროვნული ენერგოჰოლდინგში. მთლიანობაში მხარეები ყირგიზეთში რამდენიმე მზის სადგურის აშენებას გეგმავენ, რომელთა საერთო სიმძლავრე 300 მეგავატი იქნება.